COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკოვიდ–რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია
კოვიდ–რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 337.961-ს მიაღწია.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 388 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 208 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 50, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 25, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
COVID-19 საქართველოში – 24 მაისის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 319 956-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.639-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.340 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.161 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.268, აჭარაში – 461, იმერეთში – 537.

892 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 230 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 667 ადამიანი, მათ შორის 355 – თბილისში, 270 – აჭარაში. 8.512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 33.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25.404 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17.343 პირი, აჭარაში – 1.786, იმერეთში – 1.586.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 337.961-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0