COVID-19 საქართველოში – 24 მაისის მონაცემები

© photo: courtesy of NCDCლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 319.956 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.639, კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.161 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 667 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 337.961-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 319.956 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.357), გარდაიცვალა – 4.639 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.161 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 667 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.598 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.095, PCR–ტესტით – 4.503.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,99%, ბოლო 7 დღის – 4,19%.

სულ აცრილია 113.000 პირი, ერთ დღეში აცრილია 798 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0