ტურინს „ევროვიზია-2022“-ის მასპინძლობა სურს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიიტალიური ჯგუფი Måneskin
იტალიური ჯგუფი Måneskin  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
იტალია „ევროვიზიის“ კონკურსს მესამედ იგებს, ბოლოჯერ მან 31 წლის წინ გაიმარჯვა. 1990 წელს კონკურსი მოიგო ტოტო კუტუნიომ სიმღერით Insieme: 1992.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ტურინის ხელისუფლებამ იტალიური ჯგუფ Maneskin-ის „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ გაისად კონკურსის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

სასიმღერო კონკურსის ფინალში იტალიური ჯგუფი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni წარდგა და 524 ქულა დააგროვა. იტალია „ევროვიზიის“ კონკურსს მესამედ იგებს, ბოლოჯერ მან გაიმარჯვა 31 წლის წინ - 1990 წელს.

„გამოცხადებამდე ჩვენ დღეიდან ვიწყებთ მუშაობას ტურინის კანდიდატურაზე“, - დაწერა Twitter-ზე ქალაქის მერმა კიარა აპენდინომ.

ევროვიზია-2021 Maneskin (იტალია)  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
„ევროვიზია - 2021“-ის გამარჯვებული იტალია გახდა - საუკეთესო სიმღერები

როგორც იტალიური გამოცემები აღნიშნავენ, სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის პირველი არხის (Rai) დირექტორმა სტეფანო კოლეტამ კონკურსის ფინალამდე განაცხადა, რომ „ევროვიზიის“ ტურინში ჩატარების შესაძლებლობა განიხილებოდა 2017 წელს, როდესაც ფავორიტად მომღერალი ფრანჩესკო გაბანა მიიჩნეოდა.

„ჩვენ მაშინ ერთი-ორი შეხვედრა ჩავატარეთ და საუკეთესო ვარიანტი იყო ტურინი“, - განაცხადა კოლეტამ პრესკონფერენციაზე.

Maneskin-ს გამარჯვება მიულოცა კიჯის სამთავრობო სასახლემ და იტალიის საგარეო საქმეღა სამინისტრომ. მილოცვებს შეუერთდა „ევროვიზიის“ ბოლო იტალიელი გამარჯვებული, ტოტო კუტუნიო.

„როგორც იქნა, შემიძლია გადავცე ესტაფეტა Maneskin-ს, რომლებმაც 31 წლის შემდეგ იტალიური სიმღერის „ტრიკოლორით“ „ევროვიზიის“ პრესტიჟული კონკურსი მოიგეს. ყოჩაღ, ახალგაზრდებო. გისურვებთ წარმატებებს კარიერაში. წინ, იტალიავ, გაუმარჯოს მუსიკას“, - დაწერა მან თავის Facebook-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0