ჩინეთში ულტრამარათონზე ტრაგედია მოხდა: დაიღუპა 21 მონაწილე

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება პეკინში
სასწრაფო დახმარება პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
გარბენში საერთო ჯამში 172 სპორტსმენი მონაწილეობდა. დაღუპულთა უმრავლესობა არიან ჩინეთის ლიდერები სპორტის ამ სახეობაში.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. მაშველებმა ჩინეთის პროვინცია განსუში გამართული ულტრამარათონის ბოლო უგზო-უკვლოდ დაკარგული მონაწილე იპოვეს. ამგვარად, ექსტრემალური ამინდის გამო დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

შაბათს დილით ქალაქ ბაიინთან მთიანი რელიეფის გზაზე 100 კილომეტრიანი გარბენი დაიწყო. ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მარათონის 20-30-ე კმ მაღალმთიან მონაკვეთზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა: დაიწყო სეტყვა, ყინულივით ცივი წვიმა და ძლიერი ქარი.

ვულკანის ამოფრქვევა კონგოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
ვულკანის ამოფრქვევა კონგოში: ქალაქში ევაკუაცია მიმდინარეობს

მკვეთრი აციების შედეგად სპორტსმენებს დაეწყოთ ჰიპოთერმია, მონაწილეთა ნაწილი დისტანციიდან მოიხსნა და უამინდობისგან თავის შეფარება გადაწყვიტა, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ორგანიზატორებმა შეწყვიტეს შეჯიბრი, სპორტსმენების ძებნაში 1200 მაშველი ჩაერთო.

გარბენში საერთო ჯამში 172 სპორტსმენი მონაწილეობდა. კვირას დილით მაშველებმა ბოლო უგზო-უკვლოდ დაკარგული იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულთა უმრავლესობა არიან ჩინეთის ლიდერები სპორტის ამ სახეობაში, აცხადებენ მედიები.

მაშველები ამბობენ, რომ სპორტსმენები ძალიან თხლად იყვნენ ჩაცმული, ხოლო მთიან ზონაში ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსს უახლოვდებოდა. დაბალი ტემპერატურა იყო მთავარი საფრთხე, გარდა ამისა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნას ცუდი მობილური კავშირი ართულებდა.

ყველა ახალი ამბავი
0