ვულკანის ამოფრქვევა კონგოში: ქალაქში ევაკუაცია მიმდინარეობს

© AFP 2024 / MOSES SAWASAWAვულკანის ამოფრქვევა კონგოში
ვულკანის ამოფრქვევა კონგოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
ქალაქ გომაში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ადგილობრივები სახლებს ტოვებენ და რუანდას საზღვრისკენ გადაადგილდებიან.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ გომასთან, რომელიც ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში რუანდას საზღვართან ახლოს მდებარეობს, შაბათს ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა დაიწყო.

წინასწარი მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად უკვე 100 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ РИА Новости-ს ქალაქ გომას ადგილობრივმა მცხოვრებმა, ეპისკოპოსმა ელი კლოდ მბამბა მუსანგომ განუცხადა.

ვულკანი ნიირაგონგო კივუს ტბიდან 20 კილომეტრის ჩრდილოეთით მდებარეობს, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3.470 მეტრს შეადგენს. ბოლოჯერ ძლიერი ამოფრქვევა 2002 წელს მოხდა, მაშინ დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა, ქალაქის 20% დაინგრა, ხოლო 120 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

რუანდას სამაუწყებლო კომპანია RBA-ს მონაცემებით, ამოფრქვევა ჩანდა რუანდას ქალაქ რუბავუდან, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან მდებარეობს. „ფრანს პრესის“ მონაცემებით, ქალაქ გომაში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ადგილობრივები სახლებს ტოვებენ და რუანდას საზღვრისკენ გადაადგილდებიან. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეინიშნება გოგირდის სუნი.

ისლანდიაში ვულკანი ფაგრადალსფიალი ამოიფრქვა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ისლანდიაში ვულკანი ფაგრადალსფიალი ამოიფრქვა – ვიდეო

ადგილობრივი ტელეარხის ეთერში გუბერნატორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო რაიონებში.

როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფელიქს ჩისეკედიმ განაცხადა, ის წყვეტს თავის ვიზიტს ევროპაში და ქვეყანაში ბრუნდება, რათა ამოფრქვევის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენის პროცესი გააკონტროლოს.

გაზეთი Guardian-ი წერს, რომ ვულკანი ნიირაგონგო „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საშიშია“. გაზეთს მოჰყავს ერთ-ერთი ვულკანოლოგის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ ვულკანში ახალი ნაპრალები ჩნდება, რომლებითაც ლავას ნაკადები ქალაქისკენ მიედინება, თავდაპირველად კი ის რუანდას საზღვრებისკენ მიედინებოდა. ვრცელდება ცნობები, რომ ლავამ უკვე გადაკეტა მაგისტრალი, რომელიც ქალაქ გომას ქალაქ ბენისთან აკავშირებს.

„ზოგიერთები თავს აფარებენ ნავებზე კივუს ტბაზე, ზოგი - გომას მთაზე, რომელიც რაიონში ყველაზე მაღალი წერტილია“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ხელისუფლების მხრიდან არ კეთდება სასწრაფო განცხადებები, სოციალურ ქსელებში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქაოსის შეგრძნებას“, - წერს გაზეთი.

ყველა ახალი ამბავი
0