Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორი დღის წინ მეტროში შემხვდა ტარიელი...“ - რა მისწერეს ია ფარულავას

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
ია ფარულავამ სოციალურ ქსელში, პირად შეტყობინებაში მისული წერილები გაასაჯაროვა. ნახეთ რას წერენ მსახიობს ტარიელ სუარზე

ცნობილმა მსახიობმა ია ფარულავამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ პირად შეტყობინებებში მისული მესიჯები გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ შეტყობინებების ავტორები ია ფარულავას ყოფილი მეუღლით, მუსიკოს ტარიელ სუარით არიან მოხიბლულები.

„სადგურის მოედანზე ვნახე როგორ ეხმარებოდა მოხუც ქალს გზაზე გადაადგილებაში. მადლობა გადაუხადეთ ასეთი გულისხმიერი რომაა“, „მეც ვნახე ორი დღის წინ მეტროში, ძალიან კეთილშობილია“, „საკონდიტროში რიგი დამითმო, კეთილშობილი ადამიანია“, - წერენ მსახიობს უცნობი ადამიანები.

ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
„ტარიელი ოჯახის წევრია, ვალენტინი სხვა რამეა...“ - ია ფარულავა ტარიელ სუარზე

მსახიობმა ია ფარულავამ რამდენიმე თვის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ყოფილი მეუღლე, მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოაჩინა. წყვილი ჯერ ბიოლში ისვენებდა ერთად, შემდეგ ტარიელის დედასაც ესტურმნენ დაბადების დღეზე. ბოლო პერიოდში კი მსახიობი აქტიურად დებს სახლიდან ვიდეოებს, სადაც კადრებში ტარიელიც ხვდება.

ვალენტიობის დღეს ია ფარულავამ „ფოლოუერების“ კითხვაზე რატომ ამბობს, რომ ვალენტინი არ ჰყავს, ია ფარულავამ განაცხადა, რომ ტარიელი ოჯახის წვერია, ვალენტინი კი სხვა რამეა. როგორც ჩანს, წყვილი ერთად ცხოვრობს და როგორც ია ფარულავამ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, როდესაც ხედავს, როგორ უვლის ტარიელი დედას, სიბერის აღარ ეშინია ტარიელის გვერდით.

თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ია ფარულავას გვერდით მუსიკოსი ტარიელ სუარი გამოჩნდა, რომელთან ერთადაც მსახიობმა ცხოვრება გადაწყვიტა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ორიგინალურად განვითარდა, რაც ქართველი მაყურებლისთვისაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ნახეთ როგორ დამარტყა?! ჩემთან კი სძინავს კაი კაცივით...“ – ია ფარულავა ვიდეოს აქვეყნებს

ტარიელს იას მიმართ გრძნობები მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა, სოციალურ ქსელში მისი გაცნობა მოახერხა და ყველაფერი ასე დაიწყო. შემდეგ იყო ხელის თხოვნა სცენაზე და ქორწინება. სოციალურ ქსელში ბოლო დროს ია ფარულავა განსაკუთრებით აქტიურია – მისი „ინსტაგრამი“ საგრძნობლად გააქტიურდა. მსახიობი ხშირად აქვეყნებს „სთორებს“, სადაც აქტუალურ საკითხებზე კომენტარებს არ ერიდება.

მსახიობი ია ფარულავა 2014 წელს გიტარისტ ტარიელ სუარზე მოულოდნელად გათხოვდა. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.

ყველა ახალი ამბავი
0