მსახიობი და ტელეწამყვანი „ინსტაგრამის“ „სთორის“ იღებდა და საზოგადოებას ურჩევდა, კვირაში ერთხელ „სიზარმაცის დღე“ მოიწყონ, როდესაც მოულოდნელად მისი კატის – „ბუკის“ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ბუკიმ პატრონს თათი უთავაზა, ამით აღშფოთებულმა იამ კი „ფოლოვერებს“ უთხრა, რომ გიჟი კატა ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ მასთან სძინავს, არ რცხვენია და პატრონს თათებს ურტყამს.
ია ფარულავას კატებისადმი სიყვარული ცნობილია. მსახიობი ამჟამად სამ კატას უვლის. მისი ერთ-ერთი კატა ზუზი რამდენიმე წლის წინ ყვითელი პრესის ყურადღების ქვეშაც კი მოექცა. მაშინ ამბობდნენ, რომ ზუზი იას მეუღლის ტარიელ სუარის მიზეზით დაიკარგა, რომელმაც ვერაფრით შეიყვარა იას ოთხფეხა მეგობარი.
View this post on Instagram
გახმაურებული კინოფილმის შემდეგ ია ფარულავას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ყველას ახსოვს ის ცნობილი კადრი ფილმიდან „სიყვარული ვენახში“. ია ფარულავას ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შოუ „ფარული კონვერტი“ მიჰყავს.
View this post on Instagram
ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.