Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამდიდრდების შანსი, ანუ ვაქცინაციის წახალისების ორიგინალური ხერხი

გამოწერა
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი 18 წელს ზემოთ თითოეულ აცრილს შემთხვევით ნომერს მიანიჭებს, იღბლიანს კი შემდეგ შემთხვევითი ციფრების გენერატორი გამოავლენს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. აიცერი და სცადე ბედი – ამერიკულ მერილენდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ორიგინალური ხერხი მოიგონეს. შტატის მცხოვრებლებს 40-დან 400 ათას დოლარამდე მოგებას სთავაზობენ ლატარიაში. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა განაცხადა.

როგორ ამოვიცნოთ COVID-19 ბავშვებში

„მერილენდის შტატის მოსახლეობის წასახალისებლად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში, მერილენდის ლატარია ყოველდღე, 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ერთ ვაქცინირებულ ადამიანს დააჯილდოებს 40 ათასი დოლარით, ხოლო 4 ივლისს (აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე) ფინალური გათამაშება გაიმართება, რომლის დროსაც ერთ-ერთ ვაქცინირებულს 400 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი გადაეცემა“, – ნათქვამია გუბერნატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველაფერი ასე მოხდება: შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი 18 წელს ზემოთ თითოეულ აცრილ ადამიანს შემთხვევით ნომერს მიანიჭებს, იღბლიან გამარჯვებულს კი შემდეგ შემთხვევითი ციფრების გენერატორი გამოავლენს.

ვაქცინირებული თანამშრომლები: საქართველოში კომპანიებისთვის შეღავათებს ამზადებენ>>

ეს მოქალაქეების მოტივაციის ამაღლების პირველი შემთხვევა არ არის აშშ-ში, მანამდე ლატარიის დაწყების შესახებ ნიუ-იორკისა და ოჰაიოს შტატების გუბერნატორებმაც განაცხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0