თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ბავშვების უმეტესობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი განსხვავებული, სპეციფიკური სიმტპომები ვლინდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ში ჩატარებული მასშტაბური სამეცნიერო კვლევის შედეგად. პროექტის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Scientific Reports.
ინფექციურ საავადმყოფოში ისრაელში შექმნილ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატს გამოიყენებენ>>
საინტერესოა, რომ აქამდე მეცნიერები დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19 უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე უფროსებში. ახლა კი გამოირკვა, რომ კორონავირუსის ინფექციის სიმპტომებიც სხვადასხვაა ბავშვებსა და მოზრდილებში.
ექსპერიმენტი ამგვარად ჩატარდა: ამერიკელმა მკვლევარებმა პანკაი არორას ხელმძღვანელობით (Pankaj Arora. ალაბამის შტატის ბირმინგემის უნივერსიტეტი) ყურადღებით შეისწავლეს 12.306 პედიატრიული პაციენტი COVID-19-ით.
კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ კვლევაში ჩართული ბავშვების უმრავლესობას არ გამოუვლინდა უფროსი პაციენტებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, გაძნელებული სუნთქვა.
კერძოდ, ბავშვების 18.8%-ს დაუფიქსირდა ციებ–ცხელება, სისუსტე, კუნთების ან სახსრების ძლიერი ტკივილი, ასევე ყნოსვისა და გემოს მკვეთრი დარღვევები; 16.5% უჩიოდა რესპირატორულ სიმპტომებს, ხველებასა და ქოშინს; 13.9%-ს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა პირღებინება, დიარეა; 8.1%-ს გამოუვლინდა კანის სიმპტომები – გამონაყარი, აქერცლვა; 4.8%-ს აწუხებდა თავის ტკივილები.
დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა>>
ამასთან, ჰოსპიტალიზაციისა და ინტენსიური თერაპიის საფრთხე დაახლოებით ერთნაირი იყო როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში – ეს კიდევ ერთი განსხვავებაა უფროსებისგან, სადაც ჰოსპიტალიზებული მამაკაცი უფრო მეტია, ვიდრე ქალი.
- ერთადერთი – არამკაფიოდ გამოხატული სიმპტომების ან სიმპტომების საერთოდ არარსებობის გამო ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსის გამოვლენა მხოლოდ ტესტირებით არის შესაძლებელი. ისინი ხშირად არ ავადმყოფობენ, მაგრამ ვირუსის გადამტანები არიან. მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთი ტესტირების გარეშე პანდემიის სწრაფი შეჩერება, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.