დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება გამოცემა Daily Mail ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR-ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19-ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2-ის აფეთქების პირველივე დღეებიდან გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

პაციენტი და ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2020
მიზეზი დადგინდა: რატომ იღუპებიან მამაკაცები COVID-19-ით ქალებზე ხშირად

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2-ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების აზრები ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19-ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID-19-ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც — გენ AR-ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0