პრემიერ-მინისტრი BP-ს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
ღარიბაშვილის განმარტებით, ქართული მხარე მზადაა განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების საქართველოში განვითარების შესაძლებლობები.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია British Petroleum-ის (BP) რეგიონულ დირექტორს გარი ჯონსს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები განიხილეს.

ღარიბაშვილის განცხადებით, BP-ს 25 წელია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს – ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

სწავლება შსს–ში - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2020
სტრატეგიული ობიექტების დაცვა: შსს-ში საჩვენებელი ტაქტიკური სწავლება გაიმართა

მხარეებმა ასევე ყურადღება გამახვილეს სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) მნიშვნელობაზეც, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი კასპიის ზღვის „შაჰ-დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება.

ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს.

BP-ს პირველი ინვესტიცია საქართველოში ბაქო-სუფსის მილსადენი იყო, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა. ნავთობსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა – წელიწადში დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობი (დღეში 10 ათასი ბარელი).

მეორე მილსადენი, რომელიც საქართველოში გადის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია (BTC). ის სამ ქვეყანაზე გადის: აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე (ჯამში 1.768 კმ) და ბაქოს, საქართველოს გავლით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა პორტთან ჯეიჰანთან აკავშირებს. მთლიანი მილსადენის ოფიციალური გახსნა 2006 წლის 13 ივლისს ჯეიჰანში გაიმართა.

მესამე პროექტი, რომელიც საქართველოში BP-ს ეკუთვნის, 692 კილომეტრის სიგრძის სამხრეთ კავკასიის გაზსადენია (SCP), რომლის მშენებლობაც 2006 წელს დასრულდა და რომელიც აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვაში მდებარე "შაჰ-დენიზის" საბადოდან, საქართველოს გავლით, თურქეთამდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პარალელურად გადის. მისი მთავარი მიზანი თურქეთისა და საქართველოს გაზით მომარაგებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0