თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა ტაქტიკური საჩვენებელი სწავლება გამართა. წვრთნები იაღლუჯის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს ისეთი სტრატეგიული ნავთობსადენებისა და მათი ინფრასტრუქტურების დაცვას, როგორიცაა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–თბილისი–ერზრუმი, სუფსის ნავთობტერმინალი.
BP-მ საქართველოს შსს-ს მილსადენების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა>>
„ნაჩვენები იყო სხვადასხვა კომპონენტი, როგორიცაა სამთო-სამაშველო, პირველადი სამედიცინო, საველე-ტაქტიკური და სნაიპერების მოქმედებები“, – განაცხადა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ანალიტიკური განყოფილების უფროსმა ლევან ქუბრიაშვილმა.
საჩვენებელი ტაქტიკური ოპერაციის დროს ქვედანაყოფებმა კონკრეტული ინციდენტის დროს კომპლექსური ღონისძიებები წარმოადგინეს.
ბაქო, თბილისი და ანკარა ნავთობსადენების უსაფრთხოებას ერთად უზრუნველყოფენ>>
ტაქტიკური საჩვენებელი სწავლების მიზანია სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მომზადების დონის დემონსტრირება. სწავლებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები.