შესვლა–არშესვლა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევას ატარებს

© photo: Sputnikნაცმოძრაობის ოფისი
ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტია, თავისი ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც კი, ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა რა გზა აირჩიოს – პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტის ტრიბუნიდან თუ ქუჩიდან გააგრძელოს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შიდა კვლევებს ატარებს და არკვევს – პარტიაში ვინ ემხრობა პარლამენტში შესვლის იდეას და ვინ წინააღმდეგია, განაცხადა ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებული პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა TV Pirveli-ს ეთერში.

დღეისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, რომლებიც კომპრომისულ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. „ნაცმოძრაობას“ 33 მანდატი ეკუთვნის – ყველაზე მეტი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
ნიკა მელია კიევში სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

„ახლა სამი ვარიანტია: პირველი – პარლამენტში შესვლა, მეორე – არშესვლა, თუმცა ამას თავისი მინუსები აქვს, რადგანაც ჩვენ პარლამენტის ტრიბუნას და საარჩევნო კომისიებში ადგილებს ვკარგავთ. და მესამე ვარიანტი – პარლამენტში შესვლა მხოლოდ ორი საკითხის გადასაჭრელად: ამნისტიის შესახებ კანონის მიღება და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და პარტიის ამომრჩევლებს შორის პარლამენტში შესვლა–არშესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში – სამშაბათს ან ოთხშაბათს იქნება ცნობილი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ წევრების ნაწილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობა. მეორე ნაწილი ამ მოსაზრების წინააღმდეგია, რამდენადაც მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არალეგიტიმურია.

ყველა ახალი ამბავი
0