ნიკა მელია კიევში სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

© Sputnik / STRINGERნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
ენმ-ის წევრთა ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლის მომხრეა, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის წინააღმდეგია, მეორე ნაწილს კი არც პარლამენტში შესვლა, არც შეთანხმების ხელმოწერა სურს.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაფრინდა.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში

ეს პატიმრობა მელიასთვის აღკვეთის მესამე ღონისძიება გახდა ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. პირველ ჯერზე 2020 წლის ივნისში მელიამ გირაო გადაიხადა, მაშინ მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

40 ათასი ლარის გირაო მელიას 2020 წლის ნოემბერში დაეკისრა, მას შემდეგ, რაც მან სახალხოდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და ხალხში მოისროლა. გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა. ამის შემდეგ 10 მაისს პოლიტიკოსმა ციხე დატოვა.

ტელეარხ Formula-ს ინფორმაციით, მელიასთან ერთად უკრაინაში გაემგზავრნენ ენმ-ის წევრები კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

„ორ წელიწადნახევარია, კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას", - განაცხადა მელიამ ტელეარხ Formula-ს ეთერში.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
„ნაციონალების“ გარეშე პარლამენტში უკეთესი იქნება - კობახიძე სააკაშვილის პარტიის ბოიკოტზე

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის ან არ შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პარტიაში შიდა კონსულტაციები გრძელდება.

ენმ-ის წევრთა ნაწილი ემხრობა პარლამენტში შესვლას, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე.

მეორე ნაწილი გამოდის როგორც შეთანხმების ხელმოწერის, ისე პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.

20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის დროზე დააფუძნა „ნაცმოძრაობა“,  მოუწოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესულიყო პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0