გერმანია ლეგალურად დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება

© AP Photo / Martin Meissnerქალაქი კიოლნი
ქალაქი კიოლნი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ  გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის წასული საქართველოს მოქალაქეების მძიმე სამუშაო პირობებზე ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობები, რომლებიც გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე  არიან დასაქმებული, არსებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ გამოსწორდება, ნათქვამია გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოს პირველი არხისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
3 ევრო საათში – გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი საქართველოდან აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. ოთხშაბათს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ  მათი უფლებების დარღვევისა და მძიმე სამუშაო პირობების თაობაზე განცხადება გაავრცელა.
„გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტრო, შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სეზონური დასაქმებულების უსაფრთხო და მიმზიდველი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ ჯანდაცვას. შესაბამისად, მით უფრო სამწუხაროა, ქართველი სეზონური დასაქმებულების მიერ გამოთქმული საჩივარი, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ. ეს საჩივრები დაუყოვნებლივ იქნა გამოძიებული“, – ნათქვამია სამინისტროს გამოგზავნილ პასუხში.

მათი ინფორიაციით, დასაქმების ფედერალური სააგენტო მჭიდრო კონტაქტზეა საქართველოში გერმანიისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოებთან, ასევე საქართველოს დასაქმების სამსახურთან.

ინდივიდუალურ ინსპექტირებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი არიან კომპეტენტური რეგიონული ორგანოები, სადაზღვევო ინსტიტუტები და არადეკლარირებადი სამუშაოების საბაჟო განყოფილება, აღშნიშნულია უწყების პასუხში. 

„ვინაიდან დასაქმებულები გერმანიაში ახლახანს ჩამოვიდნენ, მათ, სავარაუდოდ,  ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ. ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ პირველ ანაზღაურებას. ანაზღაურებასთან დაკავშირებული საჩივრები თუ არ შეწყდება წარდგენილი ინფორმაციის მიუხედავად, მაშინ ჩაერთვება არადეკლარირებადი სამუშაოს საბაჟო განყოფილება“, – ნათქვამია წერილში. 

გერმანიის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად საფრანგეთსა და ისრაელშიც დასაქმდებიან?>>>

თუ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდება შრომითი ურთიერთობების ან სამუშაო პირობების გაუმჯობესება, დასაქმების ფედერალური სააგენტო მუშებს დამსაქმებელს შეუცვლის, აღნიშნავენ სამინისტროში.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. 

კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

ყველა ახალი ამბავი
0