მოგზაურობის მოყვარულთათვის: ეროვნული პარკები მუშაობას განაახლებენ

© photo: Sputnik / Stringerოკაცეს კანიონი
ოკაცეს კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
მოგზაურები დაცულ ტერიტორიაზე მოსახვედრად თანხის გადახდას უკონტაქტო გზით ან დისტანციურად, სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებენ.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში 26 მაისიდან ეროვნული პარკები მუშაობას განაახლებენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

დათვის ბელები ნაკრძალში - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
 ფოტოკადრი – დათვის ბელები ლაგოდეხის ნაკრძალში

მოგზაურობის მოყვარულები და ვიზიტორები მარტვილისა და ოკაცეს კანიონის, ასევე ოკაცეს ჩანჩქერის (სოფელი კინჩხა), პრომეთეს მღვიმისა და სათაფლიას მონახულებას შეძლებენ.

ასევე მზადაა დამთვალიერებლების მისაღებად ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სადაც წელს შესაძლებელია იქნება გადაადგილებისთვის ელექტრომობილით სარგებლობა, გიდის მომსახურება, პიკნიკების და კემპინგების მოწყობა.

ამავე დროს ბაღში ახალი სარეკრეაციო ზონების მოწყობა მიმდინარეობს.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დამთვალიერებლებს წელს შესთავაზებენ ისეთ სიახლეებს, როგორიცაა ალპური ბოტანიკური ბაღი და ზოოპარკი. ამის შესახებ დღეს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

შავი ზღვის სანაპირო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ბერლინის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი

ეროვნული პარკები ყოველდღე დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციები:

  • დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირსა და პირს.
  • ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად ხუთი ვიზიტორის ყოფნა.
  • დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი.

თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება ადგილზე. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად, ვებ-გვერდის https://guru.ge/ მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0