ფოტოკადრი – დათვის ბელები ლაგოდეხის ნაკრძალში

© Agency of Protected Areas (Georgia)დათვის ბელები ნაკრძალში
დათვის ბელები ნაკრძალში - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია.

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ლაგოდეხის ნაკრძალში მოსეირნე დათვი ორ ბელთან ერთად დააფიქსირეს,  ფოტოკადრები საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა

მდინარე ნინოსხევი ლაგოდეხის ნაკრძალში - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2020
ლაგოდეხის ნაკრძალი 300 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს

 „ახალგაღვიძებული ორი ფუმფულა ბელი დედასთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბაჯბაჯებს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა და იგი ერთ–ერთი უძველესია კავკასიაში.

ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან ახლოს,  24 259 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გურგენიანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ნაკრძალის დამთვალიერებლების წინაშე იშლება მდიდარი ფლორა და ფაუნა.

ლაგოდესის სახელმწიფო ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.

ყველა ახალი ამბავი
0