აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ონლაინ–ფორმატში გაიმართა: რაზე იმსჯელეს დიპლომატებმა

© Sputnik / Denis Aslanovზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები – სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ გაიმართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე

„აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476,21 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესების დაცვას და გაჩენილი პრობლემების გადაჭრის საკითხებს.

„აღინიშნა, რომ ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საჭიროებს ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეეხნენ 2011 წლის შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ

„მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში პირველ კვარტალში 20%-ით გაიზარდა

რუსეთის საგარეო უწყებამ, თავის მხრივ, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს პოზიტიური დინამიკა სავაჭრო ურთიერთობებში, თუმცა რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენელი არამეგობრულ განცხადებებს აკეთებს.

„ასეთ დადებით დინამიკასთან კონტრასტულია რუსეთის მიმართ ღია არამეგობრული განცხადებები და ნაბიჯები, რომლებსაც ზოგიერთი წარმომადგენელი გამოთქვამს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხელს უშლის პრაქტიკული ქმედებების გამტკიცებას, ურთიერთობების ნორმალიზაციის ობიექტურად მომგებიან პროცესს. რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ იქნას დაშვებული ახალი პროვოკაციები ჩვენი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ვერსიით, რეგიონული პრობლემატიკის განხილვისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესაძლებლობებზე, რომლებიც იხსნება სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების ერთობლივი განცხადებების რეალიზაციის კონტექსტში).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შეხვედრაზე მხარეებმა მოსკოვში ქართული დიპლომატიური უძრავი ქონებისა და თბილისში რუსული დიპლომატიური უძრავი ქონების მოგვარების პრობლემისადმი ორმხრივი ინტერესი დაადასტურეს.

ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
ფულადი გზავნილები: რუსეთმა ლიდერობა დაიბრუნა

პრაღის ფორმატის შემდეგი შეხვედრის ვადა ჯერ უცნობია, მაგრამ მხარეები იმედოვნებენ, რომ ის უკვე პირისპირ რეჟიმში გაიმართება.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

ყველა ახალი ამბავი
0