ტურისტულ გამოფენა FITUR-2021–ზე საქართველოს სტენდი საუკეთესოდ აღიარეს

© photo: National Tourism Administration / FBსაქართველოს სტენდი მადრიდის გამოფენაზე
საქართველოს სტენდი მადრიდის გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
გამოწერა
გამოფენაზე საქართველო ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის ძირითადი მიმართულებების შესახებ სრულ ინფორმაციას წარადგენს

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტენდი მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-2021–ზე საუკეთესოდ დასახელდა.
სტენდისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მადრიდის გამოფენის დირექტორ მარია ვალკარსესგან სპეციალური დიპლომი მიიღო.

საქართველოს ექსპოზიცია საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. 

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2021
რამდენი ტურისტი ეყოლება წელს საქართველოს – ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს გამოფენის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს.მსოფლიოში ერთ–ერთი უმსხვილესი გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

მადრიდის საერთაშორისო გამოფენის შესასვლელები და მოსასვენებელი ზონები გაფორმებულია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2021 პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, ჩვენი ქვეყანა ასევე მონაწილეობს ონლაინ–გამოფენაშიც, რომელიც FITUR-ის ფარგლებში 5 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით იმართება.

2020 წელს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 165 ქვეყანა და 11 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 111 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ღონისძიებას კი საერთაშორისო მედიის 7,5 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

ყველა ახალი ამბავი
0