27 წლის შემდეგ: საფრანგეთმა გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული პირი საქართველოს გადმოსცა

© photo: Sputnikდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ექსტრადირებული დამნაშავე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2018 წლიდან იძებნებოდა, აღნიშნეს პროკურატურაში.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საფრანგეთის მთავრობამ საქართველოს თბილისში 1994 წელს მინასიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი გადასცა, აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ეს ამავე საქმეზე ბრალდებული მეორე პირია, რომელიც საფრანგეთმა საქართველოს ბოლო დროს გადასცა.

უწყების მონაცემებით, ექსტრადირებული დამნაშავე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2018 წლიდან იძებნებოდა.

საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
საელჩო: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალის მკვლელობის ბრალდებით არ დაუკავებიათ

იგი გასამართლებულია მეუღლეების - ნეშან და ფლორა მინასიანების, ასევე მათი ვაჟის, ვაზგენის მკვლელობის და მათი ქალიშვილის, გაიანეს დაჭრის საქმეზე 1994 წლის იანვარში. ბოროტმოქმედებმა დანაშაული ვაზგენ მინასიანის მეუღლის და მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ჩაიდინეს. აღნიშნული დანაშაულის გახსნის შესახებ საქართველოს შსს-მ 2011 წლის სექტემბერში განაცხადა. 

სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვაზგენ მინასიანი გაიტაცეს, რომელიც 75 ათასი დოლარის ოდენობის გამოსასყიდის გადაცემის შემდეგ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გატაცების კვალის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა მინასიანის ოჯახის წევრების დახოცვა გადაწყვიტეს.

შვიდიდან სამის დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო. კიდევ ერთი იმ დროისთვის გარდაიცვალა, დანარჩენმა სამმა კი მიმალვა შეძლო. ამჟამად ძებნილია მხოლოდ ერთი დამნაშავე.

პროკურატურის მონაცემებით, ის ციხეში შვიდ წელიწადსა და ექვს თვეს გაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0