საელჩო: საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალის მკვლელობის ბრალდებით არ დაუკავებიათ

© photo: Sputnik / Kostis Ntantamis / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
დაკავებული ქართველის შესახებ ინფორმაციას საელჩო საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ავრცელებს და აცხადებს, რომ მას გახმაურებულ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ამ დროისათვის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის დაკავებული, ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

გუშინ ბერძნულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და არაერთ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. 

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო ათენში გაცნობებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალური დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ამ დროისათვის საქართველოს არც ერთი მოქალაქე დაკავებული არ არის“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში და რომელიც სამართალდამცველებმა ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს დააკავეს, მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია.

რამდენიმე დღის წინ ათენის განაპირა უბანში, გლიკა ნერაში ახალგაზრდა წყვილი დააყაჩაღეს. 20 წლის ქალი კი თავდამსხმელებმა ჩვილი ბავშვის და მეუღლის თვალწინ გაგუდეს.

საელჩოს განცხადებით, საბერძნეთის პოლიცია გლიკა ნერაში ახალგაზრდა გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0