https://sputnik-georgia.com/20210520/pa-pirobiT-SeZleben-saqarTvelos-moqalaqeebi-ungreTSi-gamgzavrebas-251785977.html
რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამგზავრებას
რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამგზავრებას
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის სერტიფიკატს წარადგენენ, უნგრეთში მოგზაურობისას კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის... 20.05.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-05-20T21:56+0400
2021-05-20T21:56+0400
2021-08-28T14:32+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში
რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში გამგზავრებას
21:56 20.05.2021 (განახლებულია: 14:32 28.08.2021) საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის სერტიფიკატს წარადგენენ, უნგრეთში მოგზაურობისას კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა არ მოუწევთ.
თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში ჩასვლას ვაქცინაციის სერტიფიკატით შეძლებენ, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
უნგრეთმა და საქართველომ აღნიშნულთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, უნგრეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ასევე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით შეძლებენ.
შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოში უნგრეთის ელჩი ვიქტორია ჰორვატი აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობა საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს „მწვანე ბარათად“ აღიარებს და საქართველოს მოქალაქეები მისი წარდგენის შემთხვევაში უნგრეთში ჩასვლას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ.
აღნიშნული შეთანხმება ძალაში მიმდინარე კვირაში შევა.
აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველო კოვიდ-პასპორტზე მუშაობას იწყებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გაცემული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირში გაცემული დოკუმენტის ანალოგი იქნება.