2021 წლის ივნისში საქართველოში შემოსვლის წესები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ კორექტივები შეიტანა იმ მოგზაურთა გეგმებში, ვისაც საქართველოს მონახულება სურს.

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თან ექნება დოკუმენტი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრულ კურსს (ორივე დოზა) დაადასტურებს.

სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
საქართველო ტურიზმის სწრაფი აღდგენისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს

გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდიან (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად), ასევე ის პირები, რომლებიც ამ ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ თან უნდა იქონიონ უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. შემდეგ კი მათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯით მოუწევთ.

საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ელექტრონული ფორმა უნდა შეავსოს, სადაც უნდა მიუთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში დარჩენის ადგილი, საკონტაქტო ნომერი და სხვა ინფორმაცია. 

ვაქცინაციის გარეშე

ამ ეტაპზე საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ აუცრელ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან:

– ევროკავშირის ქვეყნები

– თურქმენეთი

– უზბეკეთი

– ტაჯიკეთი

– ყირგიზეთი

– რუსეთი

– სომხეთი

– აზერბაიჯანი

– უკრაინა

– ყაზახეთი

– ბელარუსი

– შვეიცარია

– ნორვეგია

– ისრაელი

– აშშ

– დიდი ბრიტანეთი

- ჩრდილოეთ ირლანდია

– არაბთა გაერთიანებული საამიროები

– კატარი

– ბაჰრეინი

– თურქეთი

ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ღარიბაშვილი: საქართველო მზად უნდა იყოს ტურისტების მისაღებად

ამ ქვეყნებიდან ჩამოსულმა პირებმა თან უნდა იქონიონ უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსულმა ყველა მოქალაქემ საზღვრის გადმოკვეთამდე სპეციალური ფორმა უნდა შეავსოს, სადაც უნდა მიუთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში დარჩენის ადგილი, საკონტაქტო ნომერი და სხვა ინფორმაცია. 

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობდნენ, მათივე ხარჯით 14-დღიან კარანტინში გაუშვებენ. ამ შემთხვევაში მესამე დღეს PCR–ტესტის გაკეთება საჭირო აღარ არის.

განსაკუთრებული შემთხვევები

საქართველოში შემოსვლა არ ეზღუდებათ:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს;
  • ჰუმანიტარული მისიის წევრებს;
  • მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობენ;
  • საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პერსონალს და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს.

მოქალაქეთა კატეგორიების სრული სია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული.

ცალკე ელექტრონულ ანკეტებს ავსებენ უცხოელი სტუდენტები და ის პირები, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიან.

  • საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლის წესები – იხილეთ დეტალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
  • ინფორმაცია საქმიანი ვიზიტების/შრომითი საქმიანობისთვის – იხილეთ ამ ბმულზე.
  • ინფორმაცია პროექტზე „იმუშავე საქართველოდან“ – იხილეთ აქ.

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ისევ დაკეტილია. ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0