საქართველო ტურიზმის სწრაფი აღდგენისთვის სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს

© Sputnik / Alexander Imedashviliსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრის თქმით,  ტურიზმის სწრაფი აღდგენის კუთხით განწყობები სულ უფრო ოპტიმისტური ხდება.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს სახმელეთო საზღვრების გახსნა მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების გააქტიურებას ხელს შეუწყობს, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ღარიბაშვილი: საქართველო მზად უნდა იყოს ტურისტების მისაღებად

ეკონომიკის მინისტრი სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე FITUR-2021, რომელიც დღეს გაიხსნა და 23 მაისს დაიხურება. საქართველო გამოფენაში როგორც პარტნიორი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI–სთან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

„მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი“. - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უნიკალური შანსია კორონავირუსის პანდემიისა და ინდუსტრიაში მძიმე სიტუაციის  პირობებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. ტურიზმის სფერო ხომ ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად და ამ დარგში დასაქმებული 150 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. 

ესპანეთში ტურისტული გამოფენა FITUR-2021 იმართება - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
ესპანეთში ტურისტული გამოფენა FITUR-2021 იმართება - ვიდეო

მინისტრის თქმით, გამოფენის შემდეგ ტურიზმის სწრაფი აღდგენის კუთხით განწყობები უფრო ოპტიმისტური გახდა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30%-ზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50%-მდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ“, - აღნიშნა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას სტუმრობენ სპარსეთის ყურიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობა საქართველოს ავიაბაზარზე ყოველ კვირას იზრდება, აღნიშნა მან. მისი თქმით, საქართველოში უახლოეს დღეებში ფრენებს დაიწყებს ევროპული ლოუკოსტერი Eurowings, რომელიც ადრე ჩვენს ქვეყანაში არ ოპერირებდა.

უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შემსუბუქდა >>

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. უცხოელებს მხოლოდ ჩამოფრენა შეუძლიათ. ამასთან ერთად შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის წესები და პირობები.

დღეისათვის ქვეყნის საჰაერო საზღვრებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0