ღონისძიებაში, რომელიც ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ გახსნა, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე აქვს გამოყოფილი.
გამოფენა 19–23 მაისს გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის უნიკალური შანსია კორონავირუსის პანდემიისა და ინდუსტრიაში მძიმე სიტუაციის პირობებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. ტურიზმის სფერო ხომ ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის შედეგად და ამ დარგში დასაქმებული 150 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.