ვინ მოირგებს თავმჯდომარის სავარძელს? – ოპოზიციას პარლამენტში ახალი „თავსატეხი“ ელოდება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელთა განსაზღვრის საკითხი მას შემდეგ წამოიწევა, რაც საკანონმდებლო ორგანოში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. 

ენმ-ის საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
ოპოზიცია და დასავლეთი უკმაყოფილოა: „ნაცმოძრაობა“ მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

პარლამენტის ხუთი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უნდა დაიკავონ. აღნიშნული საკითხი მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ნაწილია.

„დოკუმენტში გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე ჩვენ ჯერ არ გვყავს სრული შემადგენლობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

დღეისათვის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მიღებული. ამ დროისათვის პარტია შიდა კონსულტაციებს აწარმოებს, რადგანაც აღნიშნულ საკითხზე „ნაცმოძრაობის“ წევრების მოსაზრება გაიყო.

150-კაციან საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას 33 მანდატი ეკუთვნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0