ოპოზიცია და დასავლეთი უკმაყოფილოა: „ნაცმოძრაობა“ მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

© photo: Sputnik / Stringerენმ-ის საარჩევნო ბანერი
ენმ-ის საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
როგორც ადრე მელიამ განაცხადა, „ნაცმოძრაობა“ იწყებს შიდა კონსულტაციებს პარლამენტში შესვლის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების ხელმოწერის საკითხებზე.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე და უახლოეს დროს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმამ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
რა შემთხვევაში დააყენებს თავის კანდიდატურას ნიკა მელია თბილისის მერის პოსტზე

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმებას 19 აპრილს ხელი მოაწერს ყველამ, სამი პარტიის გარდა - ესაა „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

შეთანხმების შესრულებისათვის და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირმა „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის გირაო გადაიხადა. მაგრამ მისი გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობა“ შეთანხმების ხელმოწერას ჯერ არ აპირებს.

„ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება საჭირო ხარისხისა და ხანგრძლივობის კონსულტაციებით, რომელსაც ადგილი აქვს უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება და ის „მოემსახურება ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვას“.

მაგრამ მელიას გადაწყვეტილებას გაგებით არ შეხვდა არც დასავლეთი, არც სხვა ოპოზიციონერები თუ თანაპარტიელების ნაწილი.

მელიას გადაწყვეტილებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა არ აღფრთოვანებულა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
მელია საქართველოს წინააღმდეგ: სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

„თუ „ენმ“ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია. საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს  გულისხმობს „ქართული ოცნებისთვის” დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის. თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას... პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის აზრს იზიარებს სალომე სამადაშვილიც, რომელმაც ახლახან დატოვა „ნაცმოძრაობის“ რიგები.

„უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს“, - განაცხადა მან.

ხოლო პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაცმოძრაობის“ მოქმედებაში რეფორმებზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის სურვილი დაინახა.

„ახლა ვინც ხელი მოაწერა, მაგათი წყალობით გამოვიდა მელიაც და რურუაც. „ნაცებმა“ თავისიანები ჩატოვეს ციხეში, სხვის ხარჯზე უნდათ ხალხის გათავისუფლება. სხვისი ხელით უნდათ პატიმრების გათავისუფლება, სხვისი ხელით უნდათ საარჩევნო რეფორმა და მერე, თურმე, „შემოპრაკუნდებიან“ პარლამენტში, აი დარდი, თუ არ შემოვლენ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დასავლეთი უკმაყოფილოა

იმის გამო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, უკმაყოფილება გამოთქვეს დასავლეთშიც.

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების სარჩელების განხილვა დაიწყო

„ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიზაციას და საჭიროა, რომ როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ იზრუნონ ევროკავშირის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

„ნაცმოძრაობას“ შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა ასევე ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

„მინდა მოგიწოდოთ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში. საქართველოს ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რათა მთავრობას ეფექტიანი კონტროლი გაუწიოს“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მოვლენებს გამოეხმაურა ასევე საქართველოს მხარდამჭერი ამერიკელი სენატორი ჯონი რიში, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში.

 

ყველა ახალი ამბავი
0