„ნაცმოძრაობას" აჭარის უმაღლეს საბჭოშიც ელიან – უმრავლესობამ მათ მანდატები შეუნარჩუნა

© Sputnik / Seyran Baroyanაჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციას მხოლოდ  ყოფილი „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი წარმოადგენს.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. აჭარის უმაღლესმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
ოპოზიცია სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კვლავ მიმართავს პარლამენტს

ელგუჯა ბაგრატიონმა, გიორგი კირთაძემ, გია აბულაძემ, მედეა ვასაძემ, მამული სურმანიძემ და ლევან ანთაძემ, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარტიული სიით, ოფიციალური განცხადებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს გასული წლის დეკემბერში მიმართეს. პოლიტიკოსებმა უარი განაცხადეს მანდატებზე – მათ მიაჩნიათ, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

დღევანდელ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს, გადაწყვიტა არ დააკმაყოფილოს გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადება და მათ სადეპუტატო მანდატები შეუნარჩუნოს.

„ოპოზიციამ მიიღო გაუწონასწორებელი და მიუღებელი გადაწყვეტილება. ისინი უპასუხისმგებლოებად დარჩნენ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.

შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ერთი შევიდა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში – ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ სიაში პარტია „რესპუბლიკელებიდან“ იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო. ჩავლეიშვილმა ამის პარალელურად „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

არჩევნების შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 ადგილიდან 14 „ქართულ ოცნებას“ უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0