ოპოზიცია სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კვლავ მიმართავს პარლამენტს

© photo: Sputnikპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების საკითხი და სხვადასხვა სფეროში რეფორმებზე მუშაობა - პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მისაღწევი შეთანხმებების ერთ-ერთი პირობაა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მოხვედრილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შესაძლოა მანდატების გაუქმების მოთხოვნით განაცხადები ხელმეორედ შეიტანონ, განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ.

საპროტესტო აქცია არლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
ოპოზიცია თბილისში მასშტაბური აქციისთვის მზადებას იწყებს და „15 მაისის შტაბს“ ქმნის

ქართულ ოპოზიციას პარლამენტში 54 მანდატი აქვს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მათზე უარის თქმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სცადეს, მაგრამ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დეპუტატების განაცხადების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ განაცხადების დაკმაყოფილებას. მაგრამ საქართველოს პარლამენტის დღეისათვის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, თუ დეპუტატი სესიის სხდომათა ნახევარზე მეტს აცდენს, მისთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხი ავტომატურად დადგება.

ამგვარად, იმ შემთხვევაშიც თუ ოპოზიცია არ დაწერს განცხადებებს, ივნისში, საგაზაფხულო სესიის დასასრულს ამ საკითხის განხილვა პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
წერილი ბრიუსელიდან და ამერიკელების გაფრთხილება: დასავლეთი თბილისს სიგნალს უგზავნის

ამის მიუხედავად, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების საკითხი და სხვადასხვა სფეროში რეფორმებზე მუშაობა - პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მისაღწევი შეთანხმებების ერთ-ერთი პირობაა.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უკვე ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს და მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0