ისრაელი ღაზის სექტორში დაბომბვებს წყვეტს?

© AFP 2024 / MAHMUD HAMSპალესტინელების რეაქცია ნათესავების გარდაცვალებაზე ბეიტ-ლაჰიაში
პალესტინელების რეაქცია ნათესავების გარდაცვალებაზე ბეიტ-ლაჰიაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ისრაელის უშიშროების საკითხებში მინისტრთა კაბინეტმა პალესტინის ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა პალესტინაში ღაზის მიმართულებით იერიშების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი გადმოსცემს.

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი 10 მაისიდან გამწვავდა. საზღვარზე ვითარების გამწვავებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები. არეულობა 8 მაისს, ღამით დაიწყო, რომლის მიზეზიც აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა. ამის შემდეგ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ჯამში 4 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს

უშიშროების საკითხებში მინისტრთა კაბინეტმა საღამოს 20 მაისს გამართა სხდომა, რათა გადაჭრას საკითხი ღაზის სექტორში შემდგომი მოქმედებების შესახებ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინისტრები და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

მოგვიანებით „ჰამასის“ წარმომადგენელმა დაადასტურა ისრაელთან „ორმხრივი და ერთდროული“ ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს 02:00 საათიდან.

© video: Ruptlyღაზის სექტორზე სარაკეტო შეტევის მომენტი ვიდეოზე მოხვდა
ისრაელი ღაზის სექტორში დაბომბვებს წყვეტს? - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
ღაზის სექტორზე სარაკეტო შეტევის მომენტი ვიდეოზე მოხვდა

ამასთან, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენი განცმა ადრე განაცხადა, რომ მზადაა გააფართოვოს სამხედრო კამპანია პალესტინის წინააღმდეგ.

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 4070 რაკეტა ისროლეს, აქედან დაახლოებით 610 ანკლავის შიგნით დაეცა. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ რაკეტების დაახლოებით 90% გაანადგურა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა 12 ადამიანი, 50-ზე მეტი სერიოზულად დაიჭრა. ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულია 230 პალესტინელი, მათ შორის 65 არასრულწლოვანი. 1700-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0