მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ჯამში 4 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს

© REUTERS / Mohammed Salemისრაელი
ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. პალესტინა–ისრაელის კონფლიქტის გამწვავების დღიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 4070 რაკეტა გაუშვეს, მათგან 610 თავად ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, იუწყება სააგენტო РИА Новости ისრაელის არმიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მოსკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
რუსეთის საგარეო უწყება მოსკოვში ისრაელელთა და პალესტინელთა შეხვედრას ამზადებს
 

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი 10 მაისიდან გამწვავდა. საზღვარზე ვითარების გამწვავებას წინ უძღოდა აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები. არეულობა 8 მაისს, ღამით დაიწყო, რომლის მიზეზიც აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიხ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება გახდა. ამის შემდეგ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. თელ-ავივმა ასობით საპასუხო დარტყმა განახორციელა. პალესტინელთა შორის დაღუპულთა რაოდენობამ 227-ს მიაღწია.

საფრანგეთმა, ტუნისმა, ეგვიპტემ და იორდანიამ ადრე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თემა უშიშროების საბჭოში რამდენჯერმე განიხილეს, თუმცა შეხვედრების შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება არ გაკეთებულა. როგორც РИА Новости-ს წყარომ განუმარტა, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ დაბლოკა დოკუმენტის მიღება, რამდენადაც თავად მუშაობს კონფლიქტის ორმხრივ ფორმატში დარეგულირების საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0