თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.104 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 607 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 109, იმერეთი – 103, აჭარა – 83, ქვემო ქართლი – 57, კახეთი – 46, შიდა ქართლი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 15, გურია – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 315.254-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 21 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.540-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 14.885 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.221 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.302, აჭარაში – 486, იმერეთში – 542.
917 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 222 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 689 ადამიანი, მათ შორის 371 – თბილისში, 281 – აჭარაში. 9.975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 33.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25.284 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17.515 პირი, აჭარაში – 1.483, იმერეთში – 1.583.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.104-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 334.705-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.