COVID-19 საქართველოში – 20 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 315.254 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.540, კარანტინის რეჟიმშია 94, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.221 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 689 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.104-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 334.705-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 315.254 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.603), გარდაიცვალა – 4.540 (ბოლო 24 საათში – 21), კარანტინის რეჟიმშია 94, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.221 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 689 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.032 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.256, PCR–ტესტით – 12.776.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,8%, ბოლო 14 დღის – 4,39%, ბოლო 7 დღის – 4,03%.

სულ აცრილია 101.415 მოქალაქე, ერთ დღეში აცრილია 4.233 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0