სიმსუქნეს ახლებურად უმკურნალებენ: მეცნიერებმა ეფექტურ და უსაფრთხო ხერხს მიაგნეს

© photo: Pixabay / stevepbდიეტა
დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
ეს ხერხი ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მადის დაქვეითებისკენ მიმართული მეთოდი, რადგან შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი წამლები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მრავალი სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს

ავსტრალიელმა ბიოლოგებმა გარვანის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტიდან ჩინელ და კანადელ კოლეგებთან ერთად სიმსუქნის მკურნალობის ახალი ხერხი აღმოაჩინეს.

შიმშილობა და მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები>>

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ცხიმოვან ქსოვილებში გარკვეული რეცეპტორების დაბლოკვისას მეტაბოლიზმის პროცესი იცვლება და დაგროვებული ცხიმი აქტიურად იწყებს დაშლას ენერგიის წარმოქმნასა და თერმორეგულაციაზე. ამ კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Communications–ში გამოქვეყნდა.

დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს

მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის დროსაც სამკურნალო ნივთიერება პირდაპირ ზემოქმედებს ცხიმოვან ქსოვილებზე. ეს ხერხი ბევრად უფრო ეფექტური და უსაფრთხოა, ვიდრე ამ დროისთვის არსებული მადის დაქვეითებისკენ მიმართული მეთოდი. კვლევაში აღინიშნება, რომ შიმშილის გრძნობის დამთრგუნველი წამლები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მრავალი სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს და ამიტომ მისი გამოყენება შეზღუდულია.

მსუქანი ადამიანების ცხიმოვანი ქსოვილის ბიოფსიის ნიმუშის შესწავლისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ნეიროპეპტიდი Y1–ს (NPY) მოლეკულის რეცეპტორის დაბლოკვამ, რომელიც საკვების დეფიციტის დროს ენერგიის შენარჩუნებას უწყობს ხელს, შეიძლება გააუმჯობესოს ცხიმის მეტაბოლიზმი და დააბრკოლოს წონის მატება.

ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
ევრიკა! აღმოჩენილია წონაში დაკლების უმარტივესი გზა

მეცნიერებმა კვლევები თაგვებზე ჩაატარეს. მათ გამოარკვიეს, რომ მღრღნელები, რომლებსაც სპეციალურ ნივთიერებას უკეთებდნენ (BIBO330) რეცეპტორის Y1 დასაბლოკად, იმავე ცხიმოვანი დიეტის დროს ნაკლებ წონას (დაახლოებით 40%–ით) იმატებდნენ. ეს განპირობებულია სითბოს გამოყოფის მომატებითა და ცხიმის მასის შემცირებით, განმარტავენ მეცნიერები.

მათი თქმით, მეცნიერებმა ამგვარი მეთოდიკა გამოიყენეს ადამიანის ცხიმოვან ქსოვილებზე და აღმოაჩინეს, რომ ისინი გადაერთვნენ სითბოს გამომუშავებაზე, იყენებდნენ იმავე გენებს, რასაც მღრღნელები.

„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?>>

უფრო ადრე მეცნიერებმა წონაში დაკლების უსაფრთხო მეთოდი აღმოაჩინეს. რუსი და ფრანგი მკვლევარების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ნაწლავის ბაქტერია Hafnia alvei-ზე დამზადებული პრობიოტიკი ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უსაფრთხოდ გახდომაში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0