ის, რაც დმანისში მოხდა, ღრმა ანალიზს მოითხოვს – მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

© Sputnik / Vladimir Umikashviliვითარება დმანისში
ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი იმედოვნებენ, რომ დმანისში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. დმანისში იყო საშიშროება, რომ ყოფითი კონფლიქტი ეროვნებათაშორის დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, მიიჩნევენ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი.

დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და ქვემო ქართლში ჩასახლებულ სვანებს შორის დაპირისპირება ორი დღე გაგრძელდა. ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ორშაბათის საღამოს მოხერხდა.

ვითარება დმანისში - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
ვითარება დმანისში: ბოლო ცნობები

როგორც რამინ იგიდოვმა სამშაბათს ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ამოწურულია, საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ღრმად შესწავლილი, რათა ამგვარი რამ მომავალში აღიკვეთოს. მისი განცხადებით, უნდა დაისვას კითხვა – რა იყო აღნიშნული ინციდენტის მიზეზი, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება ეს შემდგომ განვითარდეს.

„აღმოჩნდა, რომ რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მალევე სრულდებოდა და, როგორც მოსახლეობა ამბობს, მსგავს შემთხვევებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არასდროს მოჰყოლია. არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა და შედეგად ადამიანებში დაგროვდა ეს ყველაფერი. გამოსავალი შერიგება იყო და ამას მივაღწიეთ“, – განაცხადა შეიხმა.

წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დამატებითი ძალები: რა ვითარებაა დმანისში ამ დროისათვის>>

მისი თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებს ორივე მხრიდან ჰქონდათ შერიგების სურვილი, რადგან ისინი ერთად ცხოვრობენ. მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე დაიცავს შეთანხმებას მშვიდობის თაობაზე. მან, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მხარეთა შერიგების პროცესში ჩაერთოს.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გომელაური დმანისის ინცინდენტზე: რამდენ ადამიანს დავაკავებთ ჯერ არ ვიცით

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას, საღამოს დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

მხარეთა შერიგება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე სასულიერო პირების ჩარევით მოხერხდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გრძელდება ინციდენტის მონაწილეთა დაკითხვა.

დმანისში წესრიგის შესანარჩუნებლად პოლიციის დამატებითი ძალები კვლავ რჩებიან.

ყველა ახალი ამბავი
0