Ты супер! – საბავშვო მუსიკალური კონკურსის მეხუთე სეზონის კასტინგი დაიწყო

© photo: Sputnik / Anton Denisovპროექტის Ты супер! ჟიურის წევრები
პროექტის Ты супер! ჟიურის წევრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
არსებობის ოთხი წლის განმავლობაში პროექტი Ты супер! 174 მოზარდს დაეხმარა ვოკალური ნიჭის გახსნასა და პროფესიული მუსიკალური კარიერის დაწყებაში.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik მშობლების მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! V სეზონისთვის კასტინგის დაწყების შესახებ იუწყებიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით გამოირჩევიან და ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში, მეურვეებისა და მიმღებ ოჯახში, ასევე ბავშვებს, რომლებიც რთული ოჯახური სიტუაციის გამო სკოლა-ინტერნატებში იზრდებიან.

პროექტში Ты супер! შერჩევის პრინციპი წინა სეზონების მსგავსი დარჩება: მისი მონაწილე შეიძლება გახდეს 7-დან 18 წლამდე ასაკის მიმღებ ოჯახში მცხოვრები ბავშვი ან სკოლა-ინტერნატისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელი რუსეთისა და დსთ-ის ნებისმიერი ქალაქიდან.

კასტინგზე მოსახვედრად „Sputnik-საქართველოს“ რედაქციის ელექტრონულ მისამართზე უნდა გაიგზავნოს:

  1. ვიდეო, რომლითაც კასტინგის მონაწილე საკუთარ თავს წარმოადგენს (გვარი და სახელი, ასაკი, ქალაქი და სტატუსი: ვცხოვრობ ბავშვთა სახლში/ინტერნატში/მიმღებ ოჯახში/მეურვეობის ქვეშ) და ბავშვის გამოსვლების რამდენიმე ჩანაწერი. შესაძლებელია, რომ ჩანაწერები რომელიმე კონკურსზე იყოს გადაღებული.
  2. შევსებული განაცხადი.

პირველი შესარჩევი ტურის შედეგები 2021 წლის ზაფხულში გამოქვეყნდება.

კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ტელეარხი НТВ ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს: Ты супер! 60+

საბავშვო მუსიკალური კონკურსის Ты супер! პრემიერა НТВ-ზე 2017 წლის 11 თებერვალს გაიმართა. პირველივე ეთერებიდან პროექტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. არსებობის ოთხი წლის განმავლობაში პროექტი დაეხმარა ასობით ახალგაზრდა ვარსკვლავს თავისი ვოკალური ნიჭის წარმოჩენაში და მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ზოგიერთმა მონაწილემ ოცნება აისრულა და მშობლები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის გასული სეზონების მონაწილეები სხვადასხვა, მათ შორის, საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური კონკურსების ხშირი სტუმრები არიან. Ты супер!-ის მეორე სეზონის გამარჯვებულის დიანა ანკუდინოვას გამოსვლა 2018 წელს YouTube-ს რუსული სეგმენტის ყველაზე პოპულარული ვიდეოების სამეულში შევიდა.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მიერ ტარდება რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0