ტელეარხი НТВ ახალ მუსიკალურ პროექტს იწყებს: Ты супер! 60+

© photo: Sputnikკონკურსი Ты супер!
კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
მუსიკალური შოუ ახალ პროექტს იწყებს ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც ახლობლებისა და ნათესავების მზრუნველობას არიან მოკლებული.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ტელეარხი НТВ მუსიკალური შოუ Ты супер!-ის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სცენაზე უფროსი ასაკის ნიჭიერ ადამიანებს მოუყრის თავს. პროექტის სახელწოდებაა Ты супер! 60+.

ქართველმა მარიამ ბონდარენკომ აღაფრთოვანა „Ты супер!“-ის ჟიური და გადავიდა შემდეგ ტურში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2020
ქართველმა მარიამ ბონდარენკომ Ты супер!-ის ჟიური აღაფრთოვანა და შემდეგ ტურში გადავიდა

НТВ–ს პროექტში მონაწილეობას რუსეთის, დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეები მიიღებენ. ამჯერად კონკურსის გმირები ხანდაზმული ასაკის ვოკალისტები იქნებიან, რომლებიც, მიზეზთა გამო, ნათესავებისა და ახლობლების მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილი.

როგორც არხის გენერალური პროდიუსერი ტიმურ ვაინშტეინი ამბობს, კონკურსი Ты супер!-ის ახალი მიმართულება შემთხვევით არ გაჩენილა.

„შოუ მოძრაობად და მშობლიურ ოჯახად გადაიქცა 18 ქვეყნის 385 ბავშვისთვის. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ასაკოვან ადამიანებსაც დავეხმაროთ შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებასა და ოცნებების ახდენაში“, — თქვა მან.

ვაინშტეინის თქმით, კონკურსი ვოკალისტებს ახლობლებთან და ნათესავებთან კვლავ შეხვედრაშიც დაეხმარება.

ამ დროისათვის პროექტის კასტინგი უკვე დასრულებულია: მისი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 60 წლისაა, ხოლო ყველაზე ხნიერი — 87 წლის.

აღინიშნება, რომ კონკურსანტებს შორის არიან პროფესიონალი მუსიკოსებიც, თუმცა მათ უმეტესობას მუსიკასთან პროფესია არ აკავშირებს. მონაწილეების ძირითადი ნაწილი — ექიმები, ქიმიკოსები, დიასახლისები და ერთი შსს-ს გადამდგარი პოლკოვნიკიც კია.

კონკურსის წამყვანები, ტრადიციულად, ვადიმ ტაკმენიოვი და ანასტასია პაკი იქნებიან. რაც შეეხება ჟიურის წევრებს, მათი ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

აღინიშნება, რომ კონკურსის წესები ისეთივეა, როგორიც საბავშვო შოუს აქვს. ის ორ ეტაპად ჩატარდება — შესარჩევი ტური და ფინალი. იმისათვის, რომ მეორე ტურში გადავიდეს, მონაწილემ ჟიურისგან სამი ან ოთხი „დიახ“ უნდა მიიღოს.

შოუ Ты супер! არაერთხელ გახდა პრემია „ტეფის“ ლაურეატი. ახალ პროექტს Ты супер! 60+ ტელეკომპანია НТВ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-თან ერთად ატარებს რუსეთის განათლების  სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური