უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა

© photo : press-service of the Ministry of the Foreign Affairs of Georgiaუკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
თბილისში ვიზიტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია უკრაინის მთავრობის მეთაურის დენის შმიგალისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრაზე, რომელიც დღეს კიევში გაიმართა.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

უკრაინის მთავრობის მეთაურმა მოწვევა საქართველოს საქმეთა მინისტრისგან დავით ზალკალიანისგან კიევში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების აქტივიზაციისა და გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს წამყვან პოზიციას საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0