ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

© photo: Sputnikსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ჩრდილოეთ მაკედონიიდან დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერება მემორანდუმს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული სათათბიროს (პარლამენტის) თავმჯდომარე ტალატ ჯაფერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2021 წლის შემოდგომაზე ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის Facebook-გვერდზე.

ჯაფერი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვა. საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად წამოაყენეს ინიციატივა, რომ საქართველოში ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციის ვიზიტის დროს ხელი მოეწეროს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს.

„განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და დაახლოვდეს, სწორედ ამ მიზნით საქართველოს პარლამენტმაც და ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმაც შექმნეს მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფორმატშიც მე მქონდა შესაძლებლობა, ამ ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შევხვედროდი ჩემს კოლეგას ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტიდან“, – განაცხადა მიქანაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ ვიზიტამდე მეგობრობის ჯგუფები ინტენსიურად იმუშავებენ სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ მემორანდუმის საბოლოო ტექსტის მოსამზადებლად და პოზიციების შესაჯერებლად.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ ჩასვლას

საქართველოს პრეზიდენტის ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელ დეპუტატებთან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჩრდილოეთ მაკედონიის მეთაურმა სტევო პენდაროვსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სავიზო ვალდებულებებზე უარის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მსვლელობისას ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას – მემორანდუმს კულტურის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც სკოპიეს ორი ქვეყნის 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ეწვია. ქართული დელეგაციის ვიზიტი სკოპიეში 11 მაისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0