კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ქართველ პოლიტიკოსებს მიმართეს

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კუჭავა შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებთან და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან და დეპუტატებთან.

დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეინთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჯოანა მირჩეასთან, Think-Tank-ებისა და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0