Glovo-ს კურიერების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს

© Sputnik / Viktor Kaminsky Glovo–ს კურიერი
 Glovo–ს კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ეს Glovo-ს კურიერების პირველი საპროტესტო აქცია არაა. სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღურების მომატების მოთხოვნით მათ აქციები იანვარსა და მარტშიც გამართეს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მიწოდების სერვისი Glovo შეზღუდვით მუშაობს – კომპანიის კურიერების ნაწილი ამ დრომდე გაფიცულია. 

 Glovo-ს კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
თბილისში Glovo-ს კურიერები კვლავ გაიფიცნენ

კურიერები ბონუსების სისტემის ცვლილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანიამ ბონუსების სისტემა გააუქმა, რის შემდეგაც მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ბონუსებს საერთოდ ხსნიან, ასევე დაწიეს ის ტარიფები, რომლებიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იყო. ჩვენ შეუძლებელს არაფერს ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნაა ძველი ანაზღაურების დატოვება. იმ დრომდე გავაგრძელებთ აქციას, ვიდრე კომპანიის ხელმძღვანელობასთან გარკვეული კომპრომისი არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიშა მამალაძემ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი კომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა უშედეგოდ აწარმოებენ.

კურიერების ინფორმაციით, პროტესტის გამოხატვის შემდეგ კომპანიამ Glovo-ს კურიერების ნაწილს კონტრაქტი საერთოდ შეუწყვიტა და ღამის საათებში გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი კომპანიისგან კომპრომისულ წინადადებებს ელოდებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0