თბილისში Glovo-ს კურიერები კვლავ გაიფიცნენ

© Sputnik / Alexander Imedashvili Glovo-ს კურიერი
 Glovo-ს კურიერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
ეს Glovo-ს კურიერების პირველი საპროტესტო აქცია არაა. იანვარში მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს, ხოლო აპრილში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს კურიერებმა „სპორტის სასახლესთან“ ანაზღაურების ბონუსური სისტემის შენარჩუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, კურიერებს ბონუსების სისტემა მოუხსნეს, რის გამოც ისინი ფაქტობრივად ზარალზე მუშაობენ. 

საფულე - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2021
ნახეთ ვინ არის ბიჭი, რომელმაც ბევრი ფული იპოვა და თანხა პატრონს დაუბრუნა

აქციაზე კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება.

„ობიექტამდე მისვლის მანძილი საერთოდ აღარ იქნება კომპანიის მიერ ჩვენთვის ანაზღაურებული, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის არ არის მისაღები. ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული დრო მოითხოვა კომპანიამ, რომ ჩვენი მოთხოვნები აღასრულოს, ან უბრალოდ განიხილოს მაინც და შესაბამისად უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა კურიერმა დავით რატიანმა.

Glovo-ს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მუშაობას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ბონუსების სისტემა აღდგება.

მათი თქმით, სხვა პრობლემებს ემატება ასევე რისკი, რომელიც მათ პროფესიას ახლავს თან, საკმაოდ ხშირია უბედური შემთხვევები სამუშაო პროცესის დროს.

ეს Glovo-ს კურიერების პირველი საპროტესტო აქცია არაა. იანვარში და მარტში მათ დაბალი ტარიფები და საბონუსე სისტემის გაუარესებასი გააპროტესტეს და შესაბამისი შრომის ანაზღაურება და ნორმალური სამუშაო პირობები მოითხოვეს. ხოლო აპრილში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0