თბილისი, 16 მაისი - Sputnik. თბილისში, ლოტკინის გორაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი ლაითურის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართულს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.