თბილისი, 15 მაისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 89 წლის ქალმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ქალმა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, ოთახიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
დამწვარია საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი.
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხა, მაგრამ ქალმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.