ისრაელის არმიამ „ჰამასის“ მეთაურთა სახლები და ოფისები დაბომბა

© AP Photo / Khalil Hamraღაზის სექტორის დაბომბვა
ღაზის სექტორის დაბომბვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოსახლე და ერთი სამხედრო, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი, ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ისრაელის ავიაციამ გასულ ღამეს ღაზის სექტორში იერიში მიიტანა 90-ზე მეტი სამიზნეზე, მათ შორის არის მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერების სახლები, არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.

„შეტევა განხორციელდა ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰი სინვარის და მისი ძმის, მუჰამად სინვარის სახლებზე, რომელიც ჰან-იუნისში ორგანიზაციის მომარაგებაზეა პასუხისმგებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. საბაბი გახდა აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიჰ-ჯარაჰის კვარტლიდან პალესტინელთა რამდენიმე ოჯახის გასახლება. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

დაბობმბვის შედეგად დაზიანებული შენობები ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
ისრაელის არმია: ღაზის სექტორიდან 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

პალესტინის ანკლავიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებულია დაახლოებით სამი ათასი რაკეტა, მათი უმრავლესობა გააუვნებელყო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათმა“, ზოგიერთი რაკეტა ღაზის სექტორშივე აფეთქდა.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოსახლე და ერთი სამხედრო, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი, ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0