ისრაელის არმია: ღაზის სექტორიდან 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

© REUTERS / Amir Cohenდაბობმბვის შედეგად დაზიანებული შენობები ისრაელში
დაბობმბვის შედეგად დაზიანებული შენობები ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
გამოწერა
ისრაელის არმიის რაკეტსაწინააღმეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ ღაზის სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს ანადგურებს

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. გასულ ღამეს ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული, განაცხადა ისრაელის არმიის პრესსამსახური. იუწყება РИА Новости.

რაკეტების გაშვება პარასკევს 19:00 საათიდან დღევანდელი დილის 7:00 საათამდე დაფიქსირდა.

„დაახლოებით 30 გამოშვებული რაკეტა ღაზის სექტორშივე დაეცა. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ 100-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოფირ გენდელმანმა დაწერა Twitter-ში, რომ გასული ღამის განმავლობაში ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ის სარაკეტო დანადგარი, რომლის დახმარებითაც „ჰამასის“ დაჯგუფება იერუსალიმს შორი მოქმედების რაკეტებს უშენდა.

 ისრაელის დაბომბვა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2021
„ჰამასმა“ ისრაელთან დაზავების პირობები დაასახელა

გუშინ საღამოს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის ესკალაციიდან პალესტინის დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 2 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა შვიდი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის 39 ბავშვია და 22 ქალი. ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0