თბილისში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. დანაშაული 8-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თბილისში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კრიმინალისტური ლაბორატორია. კოკაინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი მკაცრდება

გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს ინახავდა, რომელიც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0