თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 776 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 359 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 84, იმერეთი – 81, აჭარა – 79, ქვემო ქართლი – 56, მცხეთა-მთიანეთი – 41, კახეთი – 30, გურია – 20, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.329 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 306.264-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 16 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.379-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.572 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.278 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.
903 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 196 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 710 ადამიანი, მათ შორის 347 – თბილისში, 342 – აჭარაში. 10.584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27.821 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20.413 პირი, აჭარაში – 1.809, იმერეთში – 1.383.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 776-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 326.441-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.