თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 776-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 326.441-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 306.264 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.329), გარდაიცვალა – 4.379 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 73, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.278 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 710 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.982 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.394, PCR–ტესტით – 11.588.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.
ამჟამად სულ აცრილია 77.343 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 4.056 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.