ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშილოცვა მეჩეთში
ლოცვა მეჩეთში - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახური იუწყება.

ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ.

„დღეს დიდი დღეა. მინდა ყველას მოგილოცოთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით რამაზან-ბაირამის დღე. ეს დღე არის სიყვარულის, სიკეთისა და სითბოს დღე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
სახელმწიფოს პირველმა პირებმა საქართველოს მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს

თავის მხრივ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამაზანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, – აღნიშნა ადამ შანთაძემ.

დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ. რამაზანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0